სამართალი
მიხეილ სააკაშვილის დაკავების ერთ-ერთ მიზეზად ბენდუქიძის ცენტრთან დაკავშირებული საქმე განიხილება
კიევში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ერთ-ერთ მიზეზად ბენდუქიძის ცენტრთან დაკავშირებული საქმე განიხილება.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი გუშინ სოციალურ ქსელში წერდა:
„ბენდუქიძის ცენტრთან დაკავშირებით, რომელსაც ხელმძღვანელობს ვლადიმირ ფედორინი და რომლის თანადამფუძნებელიც ვარ მე, გენერალურმა პროკურატურამ საქმე აღძრა ჯაშუშობის მუხლით, უცხო ქვეყნის ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით. პროკურორის პირდაპირი დავალებით (მე იურისტი ვარ 30 წლიანი სტაჟით და პირველად ვხედავ ასეთ საბუთს) ჩვენზე ხდება მაკომპრომეტირებელი მასალების მოგროვება. სიტუაცია აბსურდულობა მდგომარეობს იმაში, რომ ცენტრის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს უკრაინის პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში და ინფორმაციის გავრცელება უკრაინელებში და უცხოელებში. საწყალი კახა ბენდუქიძე საფლავში ტრიალებს და პოროშენკოს მოკითხვას უთვლის.
დილით დააკავეს ოფისის ორი თანამშრომელი : ნაზარი და სევერი. სევერიონ დანგაძე, ერთ-ერთი კოორდინატორი კიევის ოლქში, ციხეშია გადაყვანილი (მას ქართული გვარი აქვს, მაგრამ 100%-ით უკრაინელია). მიდის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ბორისპოლის ორგანიზაციის ხელმძღვანელების ბინების ჩხრეკა.
პოროშენკო მეც მიახლოვდება. ეი თქვენ მანდ. პეჩერის სამკუთხედში, დავიჯერო წინამორბედების გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ? ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ ჩემს გაქცეულ ზურგს და შეშინებულ სახეს ვერ ნახავთ.
მე პუტინის არ მეშინოდა და ბარიგების მით უმეტეს,“- წერდა მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე 4 დეკემბერს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


