პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი დღეს არის მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა - გიგი უგულავა
ეს ადამიანი აღარ ასხივებს ლიდერობას. მე ამას ვამბობ გულისტკივილით, - განაცხადა გიგი უგულავამ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
,,ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილი იყო ამ პარტიის პირველი თავმჯდომარე, მაგრამ ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავისუფალმა, ძლიერმა ადამიანმა. მათი ნაწილი დღეს ციხეში იმყოფება, ამ პარტიის გენერალური მდივანი მათ შორის.
ეს პარტია შექმნა ბევრმა თავზე ხელაღებულმა ადამიანმა იმიტომ, რომ დღეს ივანიშვილს ებრძოლო, რომელსაც 5 მილიარდი აქვს და მთელი სახელმწიფო აპარატი უზის ჯიბეში, უნდა იყო თავზეხელაღებული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა.
მიხეილ სააკაშვილი დღეს არის მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის დღეს ადამიანური ტკივილი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი დაუწყებ „პრავების კაჩავს“ ლელა ქებურიას, რომელიც 2013 წლის შემდეგ მოვიდა ამ პარტიაში, როდესაც ივანიშვილის ,,ტიტუშკები’’ კვერცხებს, კარტოფილებს და რაღაც უბედურებებს ისროდნენ და რომელიც კორცხელში იმ მუტრუკებს გადაეფარა, ეს ადამიანი უკვე აღარ არის ლიდერობის ღირსი. ეს ადამიანი აღარ ასხივებს ლიდერობას. მე ამას ვამბობ გულისტკივილით. ეს არ არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხალხს აერთიანებდა 2002 წელს, რომელიც ხალხს აძლევდა იმედს 2002 წელს’’, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


