პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობოების კრიტიკის საპასუხოდ მათ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ განცხადებას, რომელშიც პოლიტიკოსი გაკრიტიკებულია დისკრიმინაციული გამონათქვამების გავრცელების გამო, სადაც უარყოფითად არიან ნახსენები ჩეჩნები, ასევე ნეგატიურ კონტექსტშია მოხსენიებული პარლამენტარ შოთა შალელაშვილის ებრაული წარმომავლობა. სააკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციები საპასუხოდ მის მიმართ დისკრიმნაციულ მიდგომაში დაადანაშაულა.
„აი ,ეს არასამთავრობო ,არა მხოლოდ რუსეთსა და კადიროვის ჩეჩნეთს "იცავს" ჩემგან, არამედ ამ „დაცვაში“ ნათლად გამოსჭვივის ქართველი ერის ,როგორც მრავალეთნიკური ერთობის მიმართ, დისკრიმინაციული მიდგომა.
მთელი განცხადება აგებულია სიცრუესა და ყველაფრის უკუღმა წარმოდგენაზე. ტექსტის შემდგენელებისგან შეგნებულადაა ამოღებული კადიროვი და ამით ცდილობენ ჩემ მიერ ნათქვამი აზრის დამახინჯებას.
ხაზგასმით ვიმეორებ - კადიროვის ჩეჩნეთი არის ისეთივე საშიში ,როგორც პუტინის კაცთმოძულე მმართველობა.
ის, რომ რუსეთიდან ჩამოყვანილი აფერისტი შალელაშვილი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იჯდეს და ჩვენ ქვეყანას არ უნდა ძარცვავდეს, და რომ ის თავისი ეთნიკური წარმომავლობის ხაზგასმით, ვერ მოიპოვებს უფლებას, დაკავდეს საეჭვო საქმიანობით, სრულიად ნათელია ყველასთვის, ვისაც ობიექტურობის ნატამალი გააჩნია.
განცხადება დაწერილია არაკეთლსინდისიერად და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“, - დაწერა სააკაშვილმა.
კოალიციაში “არა-ფობიას!“ შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში მიუთითეს სააკაშვილის რამდენიმე განცხადებაზე, რომლებიც, მათი აზრით სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციას შეიცავენ. კერძოდ, ერთ-ერთ განცხადებაში სააკაშვილმა მარნეულში მომხდარი ფაქტი „ჩეჩნობა“ და „კადიროველობა“ უწოდა, ხოლო დეპუტატ შოთა შალელაშვილზე საუბრისას ყოფილმა პრეზიდენტმა „მოკითხვა შეუთვალა“ ივანიშვილის მიერ „ჩამოყვანილ რუს ებრაელს, რომელიც რატომღაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა..“.
არასამთავრობოებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სააკაშვილის განცხადებაზე შსს-ის მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილზე, რომლის თანახმად, „ესაა კარგად ცნობილი მსუბუქი ყოფაქცევის, ივანიშვილის ჯიბის “პროკურორი” (პოსტის თავდაპირველი ვერსია ასეთი იყო: „ესაა კარგად ცნობილი ივანიშვილის კალთაში მჯდომი მსუბუქი ყოფაქცევის „პროკურორი“)“. სამოქალაქო პლატფორმის შეფასებით, ეს იყო სექსისტური განცხადება.
არასამთავრობოებმა აღნიშნეს, რომ საჯარო პირებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, აკისრიათ მაღალი პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ იმ გამონათქვამებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, წაახალისონ რასიზმი, ქსენოფობია, დისკრიმინაციისა თუ სიძულვილის სხვა ნიშნები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


