პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი არ დაკარგულა, ის დღეიდან პოლიტიკურ ტურნეს იწყებს
დღეიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ტურნეს იწყებს. შესაბამისი პოსტი მან ფეისბუკის საკუთარ გვედრზე გამოაქვეყნა. პირველი აქცია ქალაქ ჩერნოვცებში გაიმართება.
სააკაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ ოდესის ექს-გუბერნატორი ღამით ლვოვის სასტუმრო „ლეოპოლისში“ არ დაბრუნებულა, გამოეხმაურა პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ წარმომადგენელი, რომლის ვინაობა Unian.net-მა არ გაასაჯაროვა. პარტიის წევრის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ადგილმდებარეობის შესახებ მხოლოდ უახლოესმა გარემოცვამ იცის, რათა შესაძლო პროვოკაციები თავიდან იყოს აცილებული.
„ჯერ კიდევ გუშინ განიხილებოდა, თუ როგორ იყოს ჩატარებული 13 სექტემბრის მიტინგი, ხალხთან შეხვედრა ჩერნოვცებში. როგორ და სად წასვლის კონკრეტული გეგმები არ იყო, ამიტომ ამჟამად სააკაშვილის ადგილმდებარეობის შესახებ იცის მხოლოდ უახლოესმა გარემოცვამ, მორიგი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად“, -განუცხადა „ახალი ძალების მოძრაობის “ წევრმა Unian.net-ს.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს 20 საათზე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეგინი გადაკვეთა.
აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უკრაინის სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, ასევე ადგილობრივი შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.
გუშინ ლვოვში, სასტუმრო ლეოპოლისის წინ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა პროტოკოლს უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ. მისი საქმის სასამართლო განხილვა 18 სექტემბერს გაიმართება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


