უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 აგვისტო, 2018 11:40
font-size

მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომისთვის უნდა დაისაჯოს - ნინო ბურჯანაძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა დაისაჯოს 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებისთვის, რის შემდეგ შესაძლებელი იქნება აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების დალაგება. 2008 წლის ომზე ბურჯანაძე რუსულ გამოცემა РИА Новости-ის ესაუბრა.

„სააკაშვილის შეშლილი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში, ყველა ერისთვის სახელმწიფო და ადამიანური ტრაგედიის მიზეზი გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს. თუ გვინდა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების აღდგენა, ისინი უნდა ხვდებოდნენ, რომ ნებისმიერი ასეთი პროვოკაცია და ტრაგიკული შეცდომა დაისჯება და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება აღდგენილი ნდობის ხიდები. ზუსტად ამიტომ მე ვითხოვდი, რომ საქართველოს მმართველ ხელისუფლებას აღედგინა სამართლიანობა და საქმე აღეძრა არა სააკაშვილის პიჯაკებზე, არამედ აგვისტოს მოვლენებზე“, -განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილს ომისკენ აშშ-მ უბიძგა, რადგან „ის იყო დარწმუნებული, რომ აშშ და კერძოდ, ბუში ჰაერში გამანადგურებლებს აწევდნენ და დაბომბავდნენ რუსულ ჯარებს“.

„სააკაშვილს რომ ჩემთვის მოესმინა, მაშინ, რა თქმა უნდა, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. დიახ, ორივე მხრიდან ყოველთვის იყო პროვოკაციები, მაგრამ პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებამდე საქმე არასდროს არ მიდიოდა. ყველაზე საშინელია, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ ჩვენ რეალურად ვერ წავიწიეთ წინ აღნიშნული კონფლიქტის დარეგულირებისკენ“, -თქვა ბურჯანაძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი