პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
„როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, იგი მიესალმება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პერე ჟოან პონს სამპიეტროს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველო იყო და კვლავ რჩება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მტკიცე მხარდამჭერი.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო უცვლელად მოქმედებს როგორც კონსტრუქციული და პასუხისმგებლობის მქონე მონაწილე სახელმწიფო, რომელიც მრავალმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებისა და დიალოგის ერთგულია.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


