უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 მაისი, 2025 13:12
font-size

მიხეილ ყაველაშვილი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - „დიასპორა სამშობლოსათვის - ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება“ დაესწრო. მიხეილ ყაველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დიასპორის დღე მიულოცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლის ძალისხმევაც მიმართულია დიასპორის ახალ თაობაში ეროვნული იდენტობისა და მშობლიური ენის შენარჩუნებისაკენ, ასევე საქართველოსა და დიასპორის ადგილსამყოფელ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისაკენ.

„თქვენ ხართ საქართველოს სახელმწიფოს ელჩები, რომელთაც ქვეყნის სახელი გაგაქვთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში – გამუდმებით ზრუნავთ საქართველოს ცნობადობის ამაღლების,მისი ისტორიის, მიღწევებისა და ფასეულობების პოპულარიზაციისათვის, რაც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოსაჩენად.

მე თავად ვიყავი დიასპორის წარმომადგენელი 18 წელი და ვიცი, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული საზღვარგარეთ ცხოვრება, როდესაც გყავს ოჯახი, შვილები, რომლებიც განსხვავებულ ენაზე სწავლობენ. განსაკუთრებით რთულია ახალგაზრდები აზიარო ჩვენს ქართულ კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს, მაგრამ მდიდარი ერი ვართ და შეგვწევს ამის ძალა, “- განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა საზღვარგარეთ არსებულ მართლმადიდებელ ეპარქიებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით უცხოეთში დაფუძნებული ეკლესიები ქართული ემიგრაციის გაერთიანების ადგილად იქცა.

დასასრულს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წინსვლისათვის, სხვადასხვა პროცესში, დიასპორის მაქსიმალურად ინტეგრირების უზრუნველყოფა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და არსებული გამოწვევების დასაძლევად, სამუშაო პროცესებში თავადაც აქტიურად ჩაერთვება.

საზეიმო ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი