უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 თებერვალი, 2017 11:25
font-size

მიხეილ ჯანელიძემ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა


საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან არლემ დეზირთან.

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერობების მზარდი დინამიკა. სახელწმიფო მდივანმა ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს, შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა შემდგომში ხელი შეუწყონ თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების და სხვა მიმართულებით.

როგორც სახელმწიფო მდივანმა შეხვედრაზე აღნიშნა საფრანგეთი დაინტერესებულია საქართველოს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორებით. ამ მხრივ შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ფრანგული ინვესტიციების გაზრდას. აღინიშნა სხვადასხვა სფეროში უკვე განხორციელებული ფრანგული ინვესტიციების მნიშვნელობა და ის ფრანგული კომპანიები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანს გააცნო საქართველოს მთავრობის გეგმები, რაც, მათ შორის ქვეყანაში ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას და საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას შეასრულოს ევროპისათვის რეგიონში მნიშვნელოვანი პლატფორმის როლი.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს. ფრანგულმა მხარემ საქართველოს მიულოცა უვიზო მიმოსვლის საკითხზე ევროპარლამენტის გადაწყვეტილება.

თავის მხრივ მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა არლემ დეზირს ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას. აღინიშნა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული მაღალი დონის თანამშრომლობა. ფრანგულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ევროპისა და რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.

საფრანგეთის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანს გააცნო საქართველოს მთავრობის პროექტები, რაც ემსახურება ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას, აღინიშნა რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია საქართველოს მთავრობისთვის, რომ ევროინტეგრაციის კონკრეტული ბენეფიტებით ისარგებლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი