პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო სიგელი გადასცა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ქ. ნიქოზიაში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატანი-დრაგონის სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო სიგელი გადასცა.
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის კონვენციას საქართველო 2014 წელს შეუერთდა. სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 2017 წლის მაისში მიიღო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონვენცია მიზნად ისახავს მოახდინოს პრევენცია და დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან, ასევე ხელი შეუწყოს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას.
კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცვლილებები შევიდა საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.
,,ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნა მოყვანილი კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან.
საქართველოს მხრიდან აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანა ევროპის საბჭოს იმ ღირებულებების დაცვას, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია’’, - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


