პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ და ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ პოლონეთის საელჩოს ახალი შენობა გახსნეს
თბილისი - საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ საქართველოში პოლონეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა.
„მოხარული ვარ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებით. საელჩოს წარმომადგენლებს დიდ წარმატებას ვუსურვებ მიმდინარე საქმიანობაში. საქართველოსა და პოლონეთს აერთიანებს არა მხოლოდ ხალხთაშორისი მეგობრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, არამედ სტრატეგიული ინტერესები. ჩვენ ერთად მივყვებით მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზას ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. დარწმუნებული ვარ საელჩოს გუნდი წვლილს შეიტანს ორი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გატარებაში” - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
საელჩოს გახსნის ცერემონია მუსიკალურად გააფორმა პოლონურ ენაზე მომღერალთა გუნდმა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს 19-20 ოქტომბერს სტუმრობს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


