პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა
ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს კონსოლიდირებული ანგარიშების - "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" პრაქტიკის გაგრძელებისთვის, რომელიც იძლევა ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში კონფლიქტის საკითხზე ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებების მნიშვნელობას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს და იმ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის კონსოლიდირებისკენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კვიპროსს 18-19 მაისს ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში ეწვია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


