უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 მარტი, 2017 11:40
font-size

მიხეილ ჯანელიძე საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეს კონგრესმენ ტედ პოს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. -აცნობეს „მედიანიუსს“ საგარეო უწყებიდან.

მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ამერიკის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან კონგრესმენ ტედ პოსთან.

შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და წარმომადგებლობით პალატაში მეგობართა ჯგუფის საქმიანობისთვის. მათ შორის მიმდინარე წლის მარტში კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსეთის საკითხზე მოსმენისას საქართველოს მხარდამჭერი განცხადების გაკეთებისთვის.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

კონგრესმენმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას, ქართულმა მხარემ ინფორმაცია მიაწოდა კონგრესმენს იმ საფრთხეების შესახებ, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას და ცხინვალის რეგიონში მოსალოდნელ ე.წ. რეფერენდუს მოჰყვება.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს სხვადასხვა სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ინტენსიური ხასიათი, მათ შორის ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი