პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის კოორდინატორს დენილ ფრიდს შეხვდა
ლიტვაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის კოორდინატორს დანიელ ფრიდთან.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე გააგრძელებს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. თავის მხრივ, დანიელ ფრიდმა აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში და ქვეყნის განვითარების გზაზე მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესი.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას ა რუსეთის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ და უარყოფითად აისახება რეგიონის უსაფრთხოებაზე.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა ვაშინგტონში საქართველოს ახალი ელჩის დავით ბაქრაძის ძალისხმევა ხელი შეუწყოს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


