უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 თებერვალი, 2017 12:35
font-size

მიხეილ ჯანელიძე საფრანგეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

6-8 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა.

ოფიციალური ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საფრანგეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მიხეილ ჯანელიძე შეხვდება ფრანგ კოლეგას, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრს ჟან მარკ ეროსს და ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანს არლემ დეზირს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამართავს შეხვედრებს საფრანგეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრ სენატორებთან და ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ პარლამენტარებთან. დაგეგმილია დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციების და ანალიტიკური ფონდების წარმომადგენლებთანაც.

პარიზში ყოფნის დრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლევილის ქართულ მამულს მოინახულებს და ლევილის ქართველ მამულიშვილთა სასაფლაოს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, საქართველო-საფრანგეთის წარმატებული ურთიერთობები პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში, ასევე ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა მრავალხრივ ფორმატებში და საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი