უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 აპრილი, 2017 18:35
font-size

მიხეილ ჯანელიძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ქ. ვარშავაში, „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა რუმინელ კოლეგასთან ტეოდორ მელესკანუსთან.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. შეხვედრისას მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე.

საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მინისტრებმა აღნიშნეს ორმხრივი ბიზნეს ფორუმების გამართვის და ბიზნეს წრეების დაახლოების მნიშვნელობა და შეთანხმდნენ ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურების ხელშეწყობაზე.

განსაკუთრებით ხაზი გაესვა სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობას, არამხოლოდ ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესების, არამედ, შავი ზღვის, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი დერეფნის წარმოჩენის მიზნით.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავსირებული თემები.

მიხეილ ჯანელიძისა და ტეოფორ მელესკანუს შეხვედრაზე განხილულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი და ქართული მხარის მოლოდინები სამიტთან დაკავშირებით. რუმინულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა კოლეგას ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი წამატება, რაც საქართველოს მოქალქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებაში გამოიხატა და კიდევ ერთხელ გამოთქვა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური გზის მიმართ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი