პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე რაფსანჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ირანს ეწვია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვია.
საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ირანის მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარისა და ყოფილი პრეზიდენტის, აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა თავის ირანელ კოლეგასთან მუჰამედ ჯავად ზარიფთან. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


