უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 მაისი, 2017 18:30
font-size

მიხეილ ჯანელიძე იაპონიაში ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და იაპონიას შორის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების, მათ შორის რობოტიქსის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიზნით დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები მაღალი ტექნოლოგიების სფეროში წამყვან იაპონურ კომპანიებთან.

31 მაისს მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა კომპანია „ტოშიბას“ საგარეო ურთიერთობათა გენერალურ მენეჯერთან იოშიტაკე იამაგუჩისთან. კომპანიაში ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე გაეცნო კომპანიის საქმიანობას და წარმოებულ პროდუქციას. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნეს და ეკონომიკურ გარემოს, საინვესტიციო კლიმატს. განხილული იქნა საქართველოში კომპანიის სამომავლო საქმიანობის შესაძლებლობები, მათ შორის ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში „ტოშიბას“ მიერ წარმოებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები.

ასევე გაიმართა შეხვედრა ტოკიოს უნივერსიტეტის ინდუსტრიულ მეცნიერებათა ინსტიტუტში. საქართველოს დელეგაცია დაინტერესდა რობოტიქსის მიმართულებით იაპონიაში არსებული ტენდენციებით და თანამშრომლობის შესაძლო სფეროებით. მინისტრმა ლაბორატორიის ხელმძღვანელობას გააცნო ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს შესაძლებლობები, გამოითქვა დაინტერესება საქართველოს ტექნოლოგიურ პარკთან შესაძლო თანამშრომლობაზე. ტოკიოს უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის დროს საუბარი ასევე შეეხო ტექნოლოგიური და მეცნიერების საკითხებში უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს კომპანია ჰიტაჩიში, იაპონიის რობოტიქსის ასოციაციაში, ტოკიოს მეცნიერებათა და მუზეუმში „მირიკანი“. ტექნოლოგიების სფეროში იაპონურ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართება ასევე იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციაში დაგეგმილი სესიის ფარგლებში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი