პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკატერინა ზახარიევასთან. შეხვედრა ლუქსემბურგში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტის გათვალისიწნებით პროექტის შედეგებსა და სამომავლო შესაძლებლობებზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბულგარეთს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარადჭერისთვის, თავის მხრივ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შთამბეჭდავი წინსვლა.
მინისტრებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში მიმდინარე აქტიური თანამშრომლობა. მათ შორის კმაყოფილებით აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, რომლის თანახმადაც ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ირიცხება. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთის თანამშრომლობას სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხში.
მინისტრებმა ქვეყნებს მიულოცეს წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღი და შეთანხმდნენ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თანამშრომლობის შემდგომ ინტენსიფიკაციაზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


