უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ოქტომბერი, 2017 12:10
font-size

მიხეილ ჯანელიძე ბელგიის პრემიერ მინისტრის მოადგილეს, საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერს შეხვდა

საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის პრემიერ მინისტრის მოადგილეს, საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ გამართულ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მხარეებმა დადებითად შეაფასეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ოცდახუთი წლის თავზე ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, როგორც ორმხრივ ისე, რეგიონულ და მრავალმხრივ ფორმატებში.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბელგიას წლების განმავლობაში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და რეფორმების განხორციელების კუთხით აღმოჩენილი თანადგომისთვის.

საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, ასევე ისაუბრეს საქართველოში ბელგიური ბიზნეს დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ბელგიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ბიზნეს შესაძლებლობებს. აღინიშნა თანამშრომლობის შესაძლებლობები ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკის ,მწვანე ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს შეუძლია ბევრი საინტერესო პროექტის შემოთავაზება თქვენი ბიზნეს წრეებისათვის, რაც სარგებელს მოუტანს არა მარტო ჩვენს ქვეყნებს, არამედ ევროპას“, აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

დიდიე რეინდერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ბელგიის ურყევ მხარდაჭერას და გამოხატა ინტერესი აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი