უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 სექტემბერი, 2017 14:00
font-size

მიხეილ ჯანელიძე ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტონეთს ეწვია, სადაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ესტონეთის ინიციატივით იმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და "აღმოსავლეთ პარტნიორი" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამუშაო შეხვედრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქ.ტალინში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ავსტრიელ კოლეგასთან სებასტიან კურცთან. საქართველო-ავსტრიის ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდში არსებული წარმატებული და აქტიური თანამშრომლობა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნამ. მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოზიტიური ტენდენციით, აღინიშნა ავსტრიული კომპანიების სულ უფრო მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და ტურიზმის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე მინისტრებმა აღნიშნეს, ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი უფრო დიდია და მხარეებმა უნდა იმუშაონ მისი სრულად რეალიზაციისათვის.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები. ავსტრიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სრული მხარდაჭერა მის ევროპულ მისწრაფებებში და აღნიშნა საქართველოს თვალსაჩინო წარმატება ინტეგრაციის პროცესში. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ნოემბრის სამიტზე და იმედი გამოთქვესმ, რომ სამიტი ახალ იმპულსს შესძენს „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ და ხელს შეუწყობს პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული თანმშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

საქართველოსა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, აღინიშნა ეუთო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი