პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა
საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის" ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ. ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართა შვედეთის სამეფოს, ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის რესპუბლიკების „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩებთან.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები. ელჩები მიესალმნენ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს და გატარებულ კომპლექსურ რეფორმებს, განსაკუთრებით სავიზო ლიბერაზალიციის კუთხით, რის შედეგადაც საქართველომ დამსახურებულად მიიღო უვიზო რეჟიმი. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რომლის მიზანი მოსახლეობისათვის ხელშესახები სარგებლის მოტანაა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ა.წ. 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზე. ხაზი გაესვა, რომ სამიტმა ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირსა და აღმოსვლეთ ევროპულ პარტნიორ ქვეყნებს შორის შედეგებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას და დასახოს ურთიერთობების გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლს და მისი მხრიდან მეტი ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის კუთხით.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


