პოლიტიკა
მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზ სმიტთს შეხვდა, რომლებმაც ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ორგანიზების, საქართველოში განათლების ხარისხის განვითარებისა და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერაზე.
ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს წარმატებული საქმიანობისა და ბრიტანული მხარის დახმარების თაობაზე ინგლისური ენის პოპულარიზაციის, მასწავლებელთა გადამზადებისა და ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით.
შეხვედრის ბოლოს, ბრიტანეთის ელჩმა მინისტრს, იანვარში ლონდონში დაგეგმილ მსოფლიო განათლების ფორმუზე დასასწრებად, ბრიტანეთის განათლების სახელმწიფო მდივნის მოწვევის წერილი გადასცა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


