პოლიტიკა
მიხაილ შვიდკოისთან არანაირი სამთავრობო შეხვედრა არ იგეგმება - მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილ შვიდკოი საქართველოში პირადი მიზნით ჩამოვიდა.
შეკითხვაზე, დაურღვევია თუ არა რუსეთის ყოფილ კულტურის მინისტრს კანონი ოკუპაციის შესახებ, ჯანელიძემ უპასუხა, რომ ეს შესაბამისი ორგანოების დასადგენია.
„არანაირი სამთავრობო შეხვედრა არ იგეგმება. როგორც მოვისმინე, ეს ადამიანი საქართველოში პირადი ვიზიტით იმყოფება, ხოლო არის თუ არა ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა, ეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი ორგანოების დასადგენია. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და შესაბამისად ყველა უწყება კანონის შესაბამისად მოქმედებს, ამ შემთხვევაშიც იგივე ნაბიჯები გადაიდგმება“,- განაცხადა მინისტრმა.
მიხაილ შვიდკოი თბილისში საერთაშორისო სამხრეთკავკასიურ მედიაფორუმზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


