საზოგადოება
მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ქალაქ დუშეთში, სახალხო პოეტისა და საზოგადო მოღვაწის მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სახალხო პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემლები მის მშობლიურ ჩარგალს ესტუმრნენ. მათ მიხა ხელაშვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს. გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება. პოეტის სულის მოსახსენიებლად მის საფლავზე პარაკლისი აღევლინა.
„მინდა ქვეყანას მრავლად ჰყავდეს ასეთი შვილები, რომლებიც ფიქრობენ ქვეყნის ბედზე და საკუთარი წვლილი შეაქვთ უკეთესი მომავლის შექმნაში,“ - განაცხადა მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ პოეტის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე.
ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, მიხა ხელაშვილმა ხალხურ შემოქმედებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. იგი წითელარმიელებს აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით იბრძოდა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


