პოლიტიკა
მიგვაჩნია, რომ შალვა შავგულიძე უნდა გახდეს მთავარი პროკურორი - სერგი კაპანაძე
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ქვეყნის მთავარი პროკურორი შალვა შავგულიძე უნდა გახდეს.
„მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი უნდა გახდეს მთავარი პროკურორი. პროცედურები, თუ როგორ გახდება, ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის, თუმცა, მთავარი არის შედეგი და ჩვენ მზად ვართ, ასევე, პროცედურების განხილვაშიც მივიღოთ მონაწილეობა, ოღონდ ეს არ უნდა გაჭიანურდეს და არ უნდა იყოს გადადებული, ეს უნდა მოხდეს ძალიან მალე,“ - განაცხადა დეპუტატმა.
შაბათს „ევროპულმა საქართველომ“ მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა შავგულიძე დაასახელა, რასაც ის დათანხმდა.
როგორც „კურიერი“ ავრცელებს ინფორმაციას, მმართვე; გუნდში ნათია მეზვრიშვილის კანდიდატურას განიხილავენ.
მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს იუსტიციის სამინისტრომ უკვე დაიწყო და პარლამენტს ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს ოფიციალური კანდიდატი.
ცნობისთვის, ხუთშაბათს ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


