უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 დეკემბერი, 2025 08:36
font-size

მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ - ირაკლი კობახიძე

ჩვენ სარჩელი შეტანილი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქამდე ვერ ჩამოყალიბდა სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემა, რადგან არსებობდა ხელოვნურად თავს მოხვეული ორპოლუსიანი სისტემა.

„ერთ მხარეს იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მეორე მხარეს იყო უცხოური აგენტურა. თქვენ იცით, რომ იქ ადამიანებიც იცვლებოდნენ, პარტიები ემატებოდნენ და აკლდებოდნენ, მაგრამ შინაარსი არასდროს შეცვლილა ერთი მარტივი მიზეზის გამო, ყველაფერი იმართებოდა ერთი ხელიდან და ქვეყნის გარედან. ამიტომ შეიქმნა ეს ორპოლუსიანი სისტემა, აქეთ „ქართული ოცნება“, იქით უცხოური აგენტურა, რადიკალური ოპოზიციის სახით და ეს ჩაკეტილი წრე ვერაფრით გაირღვა და ვერც გაირღვევა რომ არა ასეთი გაგრძელება მოვლენების. ერთადერთი გზა სრულფასოვანი დემოკრატიის ჩამოყალიბებისკენ ჩვენთვის არის სწორედ ეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და ვფიქრობ, როგორც იურისტი, სათანადო მსჯელობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვის თაობაზე, თუმცა სასამართლოს ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეცემა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას იმის საშუალება, რომ ჩამოაყალიბოს ჯანსაღი, დემოკრატიული, გამართული პოლიტიკური სისტემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი