პოლიტიკა
მიგვაჩნია, რომ გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვება შეუძლია - ირმა ნადირაშვილი
ოპოზიციონერი დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ფუნდამენტური სხვაობა არსებობს, თუმცა ოპოზიციის ნომერ პირველი ამოცანაა, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი არ გახდეს.
ნადირაშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება შეუძლია.
„დავით ბაქრაძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მეორე ტურში მხარდაჭერას გრიგოლ ვაშაძეს ვუცხადებთ. ეს ნორმალურია, რადგან ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას უნდა ცდილობდეს. სასიამოვნო იქნებოდა, ეს ჩვენ გაგვეკეთებინა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვება შეუძლია. ჩვენი მოვალეობაა, მის გვერდით ვიყოთ და გამარჯვება ერთობლივად მოვიპოვოთ. ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ დროის საკითხია, მუდმივი არაფერია, არც პოლიტიკაში ყოფნა და არც – ხელისუფლებაში”, – განაცხადა ნადირაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


