პოლიტიკა
მიგრაციის საკითხი ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს, ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საზოგადოების წუხილი და ამ საკითხით დაინტერესება მხოლოდ მისასალმებელია - ირაკლი კობახიძე
მიგრაციის საკითხი ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს, ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საზოგადოების წუხილი და ამ საკითხით დაინტერესება, არათუ საფუძველს მოკლებული, არამედ, პირიქით, მხოლოდ მისასალმებელია, თითოეული პატრიოტი ქართველის სურვილია, საქართველომ თავისი ეროვნული და რელიგიური იდენტობა მყარად დაიცვას და შეინარჩუნოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში მცხოვრები უცხოელების 7.4 პროცენტს თურქები, ხოლო 3.7 პროცენტს ირანელები შეადგენენ. პრემიერის განცხადებით, გავრცელებული სპეკულაციების წინააღმდეგ, რეგიონის ამ ორი ქვეყნის ჯამური წილი საქართველოს მოსახლეობაში 0.7 პროცენტია.
„მიგრაცია არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს. ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საზოგადოების წუხილი და ამ საკითხით დაინტერესება, არათუ საფუძველს მოკლებული, არამედ, პირიქით, მხოლოდ მისასალმებელია. ბუნებრივია, თითოეული პატრიოტი ქართველის სურვილია, საქართველომ თავისი ეროვნული და რელიგიური იდენტობა მყარად დაიცვას და შეინარჩუნოს. ამდენად, მიგრაციისა და მიგრაციული პოლიტიკის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება აუცილებლად მიმაჩნია.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3,914,000-ს შეადგენს, საიდანაც უცხოელი მაქსიმუმ 257 ათასი, ანუ მოსახლეობის 6.6 პროცენტია. დაზუსტებისთვის, ამაში შედის ყველა უცხოელი, საქართველოში არალეგალურად მყოფი მიგრანტების ჩათვლით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაზუსტებულ მონაცემებს რამდენიმე თვეში გამოაქვეყნებს. თუმცა, მანამდე, საქართველოში მცხოვრები უცხოელების სავარაუდო რაოდენობა საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ. ამ მონაცემების თანახმად საქართველოში მყოფი უცხოელების დაახლოებით 70 პროცენტი (ანუ 180 ათასი ადამიანი) პოსტსაბჭოთა და ევროკავშირის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოქალაქეები არიან, აქედან, სულ მცირე 40 ათასი ადამიანი საქართველოს ყოფილი მოქალაქე ან ქართული გვარის მქონეა.
საქართველოში მცხოვრები უცხოელების 7.4 პროცენტს თურქები, ხოლო 3.7 პროცენტს ირანელები შეადგენენ, ანუ, გავრცელებული სპეკულაციების წინააღმდეგ, რეგიონის ამ ორი ქვეყნის ჯამური წილი საქართველოს მოსახლეობაში 0.7 პროცენტია. ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი და ქუვეითი, მიგრანტები პრაქტიკულად საერთოდ არ გვყავს, რაც, სპეკულაციებით დაკავებული პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საქმეში ჩახედული ადამიანისთვის სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


