პოლიტიკა
მგონი, ყველა დარწმუნდა, მათ შორის მისი მხარდამჭერებიც, რომ ამ კაცის დიქტატისგან გათავისუფლებაზე გადის მათი პერსპექტივა ქართულ პოლიტიკაში - ზაქარია ქუცნაშვილი
უმრავლესობის დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მიხვდნენ, რომ სააკაშვილის მხარდაჭერა დამაზიანებელია და მათ ყველა მიღწევას ფასს უკარგავს.
„რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებებს, მგონი, ყველა დარწმუნდა, მათ შორის მისი მხარდამჭერებიც, რომ ამ კაცის დიქტატისგან გათავისუფლებაზე გადის მათი პერსპექტივა ქართულ პოლიტიკაში. გუშინ სწორი პასუხი გასცეს მიხეილ სააკაშვილს და უთხრეს, რომ ერთი კაცის აზრი არ ნიშნავს მათ გადაწყვეტილებას. ისინიც მიხვდნენ, იმდენად დამაზიანებელია ამ ადამიანის მხარდაჭერაც კი, რომ ყველა მათ შრომასა და ყველა მიღწევას ფასს უკარგავს. ამიტომ მოვუწოდებ, რაც მალე დაასრულებენ ურთიერთობას ოდესელ გუბერნატორთან, მით მალე გაუჩნდებათ შანსი, ქართულ პოლიტიკაში სხვა შედეგი აჩვენონ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმით, მესამე პრეზიდენტის სტატუსიც დაკარგა და ის ოდესელი პოლიტიკოსია.
„დემოკრატიებში ასეა მიღებული: თუ პრეზიდენტი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს იტყვის, ის კარგავს ყოფილი პრეზიდენტის სტატუსსაც კი. სააკაშვილმა უარი თქვა ოდესის გუბერნატორობის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეობაზე. არავის არ ჩამოურთმევია, მან ამ თანამდებობაში გაცვალა საკუთარი მოქალაქეობა, ამიტომ თავად დაკარგა საქართველოს მესამე პრეზიდენტად წოდების უფლება. თანამდებობაში გაცვალა მოქალაქეობის ერთგულების ფიცი. მას ვუწოდებ ოდესელ პოლიტიკოსს. იქამდეც კი მივიდა, რომ თავის სახელზე აშენებულ ბიბლიოთეკას უკრაინულად დააწერა სააკაშვილის ბიბლიოთეკა, ოდესელების გული რომ მოეგო“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
ქუცნაშვილის შეფასებით, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში სამი სტრატეგიული შეცდომა იყო დაშვებული.
„ვაშაძის კამპანიის მთავარი მინუსები იყო: დამნაშავეების უაპელაციოდ შეწყალების უფლება, დამნაშავე მიხეილ სააკშვილის უაპელაციოდ სამშობლოში პოლიტიკური ასპარეზის მიცემის დაპირება და უაპელაციოდ ისეთი დაპირებების გაცემა, რაც პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის. ჩემი აზრით, ამ სამმა სტრატეგიულმა შეცდომამ დაასამარა მათი გამარჯვების მოლოდინი მეორე ტურში, რადგან სააკაშვილთან ერთად, ტყუილი დაპირებებით არჩევნებში გამარჯვება შეუძლებელია“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს არჩევნების შედეგების აღიარებას და ამომრჩევლებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. გაერთიანებული ოპოზიციაში კი განაცხადეს, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მოსაზრებაა, რომელსაც „ძალა ერთობაშია“ არ იზიარებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


