პოლიტიკა
„მგლის თავზე სახარების კითხვით” რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება - გიგა ბოკერია რუსეთისადმი პრემიერის მიმართვაზე
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ რუსეთისადმი პრემიერის მიმართვის კომენტირებისას განაცხადა, რომ ამით კრემლის პოლიტიკა არ შეიცვლება.
ბოკერიამ მოუწოდა ხელისუფლებას, თანამიმდევრული პოლიტიკა გაატაროს რუსეთის მიმართ.
„ეს მიმართვა არ მოიტანს არანაირ სერიოზულ შედეგს. პუტინის მიმართ ასეთი მიმართვებით რომ იცვლებოდეს რუსეთის პოლიტიკა, ეს უკვე მოხდებოდა. ივანიშვილის მთავრობა მოვიდა ცრუ დაპირებით, რომ დაალაგებდა ურთიერთობას რუსეთის ხელისუფლებასთან და თან ამას იზამდა ძალიან სწრაფად. დადასტურდა, რომ ეს იყო ცრუ დაპირება და იმ პოლიტიკით, რომელიც მათ გაატარეს, საუბარია მაღალი რანგის დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხის მოხსნაზე, დააზიანა საქართველოს ინტერესები.
მათ უნდა მიეცათ აქტიური რეაქცია ოთხოზორიას საზარელ მკვლელობაზე, თუმცა ეს არ გააკეთეს და ახლაც არიან არათანმიმდევრულები. ასე „მგლის თავზე სახარების კითხვით” რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება. ჩვენ გვჭირდება თანმიმდევრული პოლიტიკა და კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი შევთავაზეთ მთავრობას „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ სახით”, - განაცხადა ბოკერიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


