პოლიტიკა
მღებრიშვილისა და გომელაურის გადადგომა „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება და სურვილია, რომლითაც ვერ ვივლით - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, რომლის მიხედვით, სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური და შს-ის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამო უნდა გადადგნენ. ბესელიას განცხადებით, ეს მოთხოვნა ენმ-ის ოცნაბაა, რომლითაც „ვერ ვივლით“.
ეკა ბესელიას თქმით, დასკვნების გაკეთება გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციის გარეშე ნაადრევია.
„გამოძიების დაწყება სწორი გადაწყვეტილებაა, ხოლო მოთხოვნა, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ან რომელიმე მინისტრი გადადგეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება და სურვილია. ამ ოცნებებით და სურვილებით ვერ ვივლით, გამოძიების მონაცემებით უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა, რომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გაკეთდეს. ამ საკითხზე საჭიროა, ჯერ გამოძიებამ მოგვაწოდოს ინფორმაცია და ამის შემდეგ იქნება სწორი შეფასებების გაკეთება, როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში“, - განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება „ევროპული საქართთელოს“ მოთხოვნას, რომ მღებრიშვილი და გომელაური პარლამენტში დაიბარონ, ბესელიამ განაცხადა, რომ ისინი მაშინ მოვლენ, როცა ამას რეგლამენტი განსაზღვრავს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


