სამართალი
მეუფეებმა გუშინდელ შეხვედრაზე არ გამორიცხეს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე დააყენონ - გიორგი ფანცულაია
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია იმედოვნებს, რომ მეუფეებს გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ე.წ. ციანიდის საქმეებთან დაკავშირებით კითხვები აღარ ექნებათ.
შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან გიორგი ფანცულაიამ ე.წ. მატროსოვის ციხესთან, მსჯავრდებული დეკანოზის მონახულების შემდეგ გააკეთა.
უფლებადამცველის ინფორმაციით, მეუფე გრიგოლმა, რამდენიმე თვის წინ, ბრალდებული დეკანოზის საპყრობილეში პირველი მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის გარკვეული კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.
ფანცულაიას თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე განაცხადა მამა გიორგიმ, რომ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უპასუხებდა მეუფეების ყველა შეკითხვას, რათა აღარ დარჩენილიყო პასუხგაუცემელი კითხვები.
„განსხვავებით პირველი შეხვედრისგან, მეუფე გრიგოლისგან და ასევე იმედს ვიტოვებ, მეუფე ილარიონისაგან, მსგავს განცხადებებს აღარ უნდა ველოდოთ. ამავე დროს გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი იყო საქმის იურიდიულ დეტალებზე, ასევე საპატრიარქოსთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებზე, რომელმაც „ციანიდის საქმის“ სპექტაკლი განაპირობა. ამასთან დაკავშირებით იყო დეტალური საუბარი, თუ რომელიც სასულიერო პირი უპირისპირდებოდა მას: მეუფე თუ რიგითი სასულიერო პირი“, - განაცხადა ფანცულაიამ.
კითხვაზე, რომელი სასულიერო პირები უპირისპირდებოდნენ ბრალდებულ დეკანოზს, ფანცულაიამ განაცხადა, რომ მხოლოდ მეუფე იაკობზე არ იყო საუბარი, არამედ სხვა სასულიერო პირებზეც.
ადვოკატის თქმითვე, შესაძლოა დეკანოზი გიორგი მამალაძე სხვა მეუფეებმაც მოინახულონ და ასევე შესაძლოა, მამა გიორგის საკითხი მეუფეებმა წმინდა სინოდის სხდომაზეც დააყენონ.
ფანცულაიას ინფორმაციით, ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გუშინდელ შეხვედრაზე მეუფეებმა განუცხადეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


