პოლიტიკა
მეც მამა ვარ და ვიზიარებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციას სახელწოდებით #ნუმომკლავ, რომლის მონაწილეებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ორგანიზატორებისა და მათი მკვლელობის დაფარვის მონაწილეების დასჯა მოითხოვეს.
კალაძემ მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ელოდება გამოძიების პასუხს.
თბილისის მერმა ასევე გაიხსენა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მოკლულის დედამ სამართალი ვერ იპოვა.
„მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიზირებ საზოგადოების იმ მოლოდინებს, რომ ასეთი რეზონანსული საქმე სრულყოფილად იყოს გამოძიებული.. მაგრამ... იცით რა მახსოვს? როცა პირველად ვნახე გამწარებული დედა - ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე მხოლოდ ათიოდე მოქალაქე გამოსული.
კიდევ იცით რა მახსოვს? მაშინდელი ხელისუფლების პოზიცია და ამ დანაშაულის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება და იმ საშინელებას, რომ შეცდომას უწოდებენ დღესაც კი.
და ახლა ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებები - ესაა არა მარტო სარალიძეებისა და გირგვლიანების ოჯახებისადმი ცინიკური დამოკიდებულება. რამდენადაც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, იმდენად გაკვირვებული ვარ ამ ამორალური პირების დამოკიდებულებით საზოგადოების მიმართ.
არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი... სამწუხაროდ, ირინამ სამართალი ვერ იპოვა რეჟიმის პირობებში. . მეც თქვენთან ერთად ველოდები პროკურატურის მკვეთრ და გამჭვირვალე პოზიციას, ისე რომ არავის კითხვის ნიშნები ან უკმარისობის გრძნობა არ დარჩეს საზოგადოებაში“, - დაწერა კალაძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
გუშინდელი აქცია ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ორგანიზებით ჩატარდა. მან შეკრებილებს მიმართა და სთხოვა, არ დაუშვან ახალგაზრდების სისხლისღვრა. მისი ინფორმაციით, დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მკვლელობის დროს ორი დანის გარდა კიდევ სხვა საგნები იყო გამოყენებული. სარალიძემ დასძინა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ერთ-ერთი დანა გაანადგურა, ხოლო პროკურატურა მის დისკრედიტაციას ცდილობს.
აქციას შეუერთდა პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ასევე ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს ძიუდოისტებმა, რომლებმაც გუშინ მორიგი აქცია გამართეს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, მომდევნო დღეს საავადმყოფოში დაიღუპა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


