სამართალი
მეტროსადგურ `თავისუფლების მოედანთან` ორი ახალგაზრდა დაჭრეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" გუშინ ორი ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პირები დააკავა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი - 2000 წელს დაბადებული თ.ე. და ასევე 2000 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 1 მაისს თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებულ გ.ს.-ს და 1999 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, -აცხადებენ შსს-ში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


