პოლიტიკა
მეტროს მიმდებარე ტერიტორიები დასაკუთრებული აქვთ სხვადასხვა კრიმინალურ და მაფიოზურ სტრუქტურებს - „თავისუფალი საქართველო“
პარტია „თავისუფალი საქართველო“ და დიდუბის ბაზრობის მოვაჭრეები თბილისის მერიასთან ერთობლივ აქციას მართავენ მოთხოვნით - მოწესრიგდეს გარევაჭრობა დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.
როგორც ,,თავისუფალ საქართველოში’’ აცხადებენ, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა თბილისელებისათვის მეტროებთან არსებული მოუწესრიგებელი გარევაჭრობაა.
მათივე თქმით, მარჯანიშვილის მეტროსთან საჩვენებელი რეიდის შემდეგ, თბილისის მერიამ შეწყვიტა „გარევაჭრობის მოწესრიგება“ და დანარჩენ ტერიტორიაზე კვლავინდებურად, ძველებურ სტილში გრძელდება არაჰიგიენური, არალეგალური ვაჭრობა, რომელიც თანაბრად უზრუნველყოფს როგორც ლეგალური მეწარმეების, ასევე მომხმარებლების ინტერესებს.
,,იმავდროულად, მეტროს მიმდებარე ტერიტორიები სხვადასხვა მაქინაციების გზით დასაკუთრებული აქვთ სხვადასხვა კრიმინალურ და მაფიოზურ სტრუქტურებს, რომლებიც ცდილობენ მონოპოლიური ძალაუფლების გამოყენებით შეავიწროვონ კანონიერი მეწარმეები.
დიდუბის ბაზრობის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ანალოგიურ მონოპოლიურ-კრიმინალურ საქმიანობას ეწევა ვინმე ტრისტან დვალი, რომელიც თბილისის მერიის მფარველობით ზღუდავს კანონიერ მეწარმეობას, ამოუშენა მათ უკანონო კედელი და ხელს აფარებს უკანონო გარევაჭრობას მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.
„თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს მოწესრიგდეს გარევაჭრობა დიდუბის მეტროს ტერიტორიაზე, მოხდეს უკანონო კედლის დემონტაჟი, ხოლო ტრისტან დვალი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში კანონიერი გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის’’, - აცხადებენ ,,თავისუფალ საქართველოში.’’
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


