პოლიტიკა
მეტი ქალი უნდა ჩავრთოთ პარტიულ საქმიანობაში - კახა კალაძე
თბილისის მერმა და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მცხეთაში მიმდინარე რეგიონულ კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ წევრებს პარტიულ საქმიანობაში ახალგაზრდებისა და ქალების ჩართვისკენ მოუწოდა.
„მინდა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, მეტი ქალი ჩავრთოთ პარტიულ საქმიანობაში.
ჩვენ საკმაოდ აქტიური ქალბატონები გვყავს პარტიაში და გვინდა, რომ პარტიის კარი მაქსიმალურად გავხსნათ იმისათვის, რომ მეტი ახალგაზრდა და მეტი გამოცდილი ადამიანი იყოს ჩვენი პარტიის წევრი“, – განაცხადა კალაძემ.
ღონისძიებაში პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მონაწილეობენ.
მცხეთის გარდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონულ კონფერენციებს აწყობს ასევე გორსა და ახალციხეში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


