პოლიტიკა
მესმის, რომ „გამჭვირვალობა საქართველო“ არის პოლიტიკურ პროცესში ჩართული, მაგრამ პოლიტიკასაც აქვს თავისი წესები - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დანიაში გამართულ ანტიკორუფციულ კონფერენციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყველას საქართველოს მოიხსენიებდა, როგორც წარმატებულ ქვეყანას.
„კონფერენციაზე ყველა მოიხსენიებდა, აქებდა ქართველ ხალხს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია, რომ ყოფილიყო სწორ გზაზე მდგარი ქვეყანა. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს არის ჩემი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების სიტყვები. საქართველოსა და ქართველ ხალხს ამ კონფერენციაზე აქებდნენ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, როგორიც არის მსოფლიო ბანკი, ევროპული რეკონსტრუქციის ბანკი, ჩვენი რეგიონიდან ქვეყნები და სხვა ქვეყნები, მაგალითად როგორიც არის არგენტინა. კონფერენციაზე არავინ დაიშურა ქართველი ხალხისა და საქართველოსადმი ქება, კეთილი სურვილები. მქონდა პატივი, რომ საქართველო ამ კონფერენციაზე წარმომედგინა“, – განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრმა განაცხადა, რომ ვინც აუდიტორიაში ფეხზე წამოდგა და საქართველოს ლანძღვა დაიწყო, ეს იყო „გამჭვირვალობა საქართველოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელმაც თქვა – არ დაიჯეროთ საქართველო არ არის წარმატებული ქვეყანა.
„მინდა, მათ დავპირდე და ბევრ სხვასაც, ვინც დააპირებს, რომ იქ, სადაც ვიქნები მე, იქნებიან ჩვენი მთავრობის სხვა წევრები, ყოველთვის შევეწინააღმდეგებით იმას, რომ გალანძღონ ჩვენი ქვეყანა. ამას მე იქაც წინ აღვუდექი. მაქსიმალურად შევეცადე, რომ ეს ყოფილიყო მოკლე პასუხი და იმედი მაქვს, რომ ეს ქვეყნის შიგნით მიმდინარე გარკვეული პროცესები არ იქნება მავანთა მიერ გამოყენებული იმისთვის, რომ ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო გალანძღონ, დააკნინონ უცხოელი პარტნიორების თვალში. ეს არ არის სწორი ქცევა. არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, როდესაც, მაგალითად, ბატონი ონიანი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხმას იმაღლებდა იმის წინააღმდეგ, რაც ხდებოდა ქვეყანაში. მე არ მახსენდება ეს ადამიანი მაშინ დანიაში ან სხვა ქვეყანაში გამოსულიყო ხმამაღლა იმ სისასტიკეების წინააღმდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. მესმის, რომ „გამჭვირვალობა საქართველო“ არის პოლიტიკურ პროცესში ჩართული, მაგრამ პოლიტიკასაც აქვს თავისი წესები, მთავარი წესი და წითელი ხაზის გადის საკუთარ სამშობლოზე, ამ სამშობლოს ლანძღვას არც მომავალში ავიტან“, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დანიაში, კოპენჰაგენის ფორუმზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის კითხვამ გააღიზიანა. პანელზე სიტყვით გამოსვლის დროს მას გიორგი ონიანმა კითხვა საქართველოში არსებული ელიტური კორუფციის შესახებ დაუსვა.
მინისტრმა ამ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი წინა ხელისუფლების დროს შს სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო და სავარაუდოდ, მას 7 ნოემბრის აქციის დაშლაში წვლილიც მიუძღვის.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


