პოლიტიკა
მესამე მოსმენამდე დარჩენილ დროში შეთანხმების მიღწევა იქნება შეუძლებელი - ეკა ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებებზე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ამ ეტაპზე შეუძლებელია მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის შეთანხმების მიღწევა საკონსტიტუციო ცვლილებებზე.
„ჩვენ დავტოვეთ დიალოგისა და დისკუსიის ღია სივრცე. ვცადეთ, რომ გამოყენებულიყო ყველა შესაძლებლობა კონსტიტუციის მესამე მოსმენით გადაწყვეტილების მიღებამდე, რომ ეს დრო გამოყენებული ყოფილიყო დამატებითი დისკუსიისთვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ ჩანს კონსტრუქციული მიდგომა და წინაპირობა რაიმე ტიპის კონსენსუსის. ჩვენი მხრიდან გადადგმული იქნა ყველა ნაბიჯი ამ შეთანხმებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას არ მოჰყვა შემხვედრი რაციონალური გადაწყვეტილებები. ჯერჯერობით, მე ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, რა შეიძლება იყოს შეთანხმების დამატებითი სახით გამოყენებული. ამ დროში, რაც დარჩენილია მესამე მოსმენამდე, როგორც ჩანს, შეთანხმება იქნება შეუძლებელი“, - განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს.
ბესელიას განმარტებით, ოპოზიცია წერილების მეშვეობით „ულტიმატუმის“ ენით ესაუბრებოდა მმართველ გუნდს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


