პოლიტიკა
მერიის თანამდებობის პირების ხელფასი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება - ბექა დავითულიანი
იმისათვის, რომ მოსახლეობა არ დაიბნეს, აუცილებელია კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ მერიის თანამდებობის პირების ხელფასი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება, - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფო მოხელეს დამატებითი რისკების მოსახსნელად სათანადო ანაზღაურება უნდა ჰქონდეს.
„ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებთან უკვე წლებია ასეთ რეჟიმში გვიწევს თანაცხოვრება. რას ვიზამთ, ეს მათი სტილია, რომ ჭიქაში ქარიშხალი შექმნან. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საჯარო მოხელეთა ანაზღაურება ერთი თეთრით არ გაიზრდება“ -განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თბილისის საკრებულოში, ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, მერიის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


