პოლიტიკა
მერიაში ყველა დასაქმებულს გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიაში დაგეგმილი ოპტიმიზაციის ფარგლებში, ყველა დასაქმებულს გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცდას მერიის ის თანამშრომლებიც ჩააბარებენ, რომლებსაც გამოცდა ერთხელ უკვე ჩაბარებული აქვთ.
"მთავარი კრიტერიუმი თანამშრომლების შერჩევისას იქნება პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება, პატიოსნება. რაც შეეხება ზოგადად კონკურსებს, ამას კანონი გვავალდებულებს და ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. კონკურსი შეეხება ყველას. მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდა, მათ აუცილებლად მოუწევთ გამოცდის თავიდან ჩაბარება", - განაცხადა კალაძემ.
მერიის სამსახურების ოპტიმიზაციის საკითხზე საუბრისას კი, დედაქალაქის მერი აღნიშნავს, რომ მერიაში რჩება 13 საქალაქო სამსახური.
"მე პირველივე დღიდან ვამბობდი. რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს სახლში გაშვება. ჩვენი მიზანია, რომ სამსახურები იყოს მოქნილ და სერვისებზე და ადამიანებზე ორიენტირებული. რეფორმები, რომლებიც ჩვენ დავაანონსეთ და ვახორციელებთ, ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში, რაც საბოლოოდ მიგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მერია იქნება გაცილებით ეფექტური და ადამიანებზე ორიენტირებული", - განაცხადა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


