პოლიტიკა
მერიასა და საკრებულოში ხელფასების ზრდა არ იგეგმება - გიორგი ტყემალაძე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ოპონენტებს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მერიასა და საკრებულოში ხელფასების ზრდა არ იგეგმება.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განმარტა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ხდება სამსახურებრივი სარგოსა და დანამატის გაერთიანება. მისივე თქმით, ხელფასები რანგებისა და შესაბამისი კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.
ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციონერ კოლეგებს კითხვით მიმართა და წლების მანძილზე, დედაქალაქის მერიაში მუშაობის დროს, მათი ხელფასის ოდენობით დაინტერესდა.
რაც შეეხება მერიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული ცვლილებები მერიის მენეჯმენტს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
ამ წუთებში, თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც მერიაში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმაზე მსჯელობენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


