პოლიტიკა
მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით საქმე გამოსაძიებელია და ამას სახელმწიფო გვერდს ვერ აუვლის - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შსს-სგან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. ამის შესახებ ლომჯარიამ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
სახალხო დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც გაიხსენა ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლის თანახმად, ქართულმა მხარემ ეს ფაქტი უნდა გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები.
„არაერთგზის ვახსენე, რომ არა მარტო რევიზია უნდა მოხდეს უკვე ჩატარებული გამოძიების, არამედ, პარალელურად უნდა მოხდეს აქცენტირება - ვინ რა როლი შეასრულა ამ პროცესებში, ვინ ჩაერია და რატომ ჩაერია?! ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ნაბიჯი გამოძიებამ და ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რადგან ეს უკავშირდება სხვა სისტემურ პრობლემებსაც, რომელიც სამართალდამცავ სისტემებში არაფორმალურ მმართველობასთან მიდის. მაგალითად, ვიცით, რომ დაიჭირეს მირზა სუბელიანი, ის ბრალს აღიარებს, თუმცა, ეს არაფერს ცვლის და საბოლოოდ, ბრალი უნდა დაუმტკიცდეს სასამართლოს მიერ, მაგრამ ჩვენ არაერთგზის გვესმოდა, რომ ის იყო ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროში და მისი გავლენები უკავშირდება თუნდაც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას, რომელიც ფაქტობრივად დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ.
შესწავლილი მაქვს ყველა საქმე, სადაც სტრასბურგის სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა და ყველა ასეთ საქმეზე სტრასბურგი საქართველოს ეუბნება, რომ უნდა გამოიძიოთ, დაადგინოთ და პასუხისგებაში მისცეთ ყველა ის პირი, ვინც ამაში მონაწილეობდა. ქვეყანა აქ ასე მარტივად ვერ გამოძვრება, თუ პრეცედენტებს მივყვებით, სტრასბურგი, ალბათ, ძალიან მალე იტყვის, რომ ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული. ჩვენ ამ კვალს მივყავართ ოთარ ფარცხალაძესთან, რომლის არაფორმალურ გავლენებზეც პროკურატურაში, ყველა ინფორმირებული ვართ. გავიხსენოთ ყოფილ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტი, სადაც ის ფიგურირებს და ეს საქმე გამოუძიებელია. ხორავას ქუჩის ინციდენტშიც იჩინა თავი. სახელმწიფოს მაინც აქვს გამოსაძიებელი და დასადგენი ვინ გაიყვანა და სად გაიყვანეს ვანო მერაბიშვილი. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიწყოს გამოძიება და გამოიძიონ. ეს იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი, რითაც ამ მითქმა-მოთქმას პასუხს გასცემენ - დაადასტურებენ ან უარყოფენ. მაგრამ ფაქტია, რომ აზრი მუსირებს და ამ კაცის სახელი და გვარი ბევრ საქმეში როგორც არაფორმალური გავლენის მქონე ადამიანის, ფიგურირებს“, - განაცხადა ლომჯარიამ.
მან დაამატა, რომ „შეიძლება, უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს, თუმცა, ის ხომ მაინც ვიცით, რომ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით საქმე გამოსაძიებელია და ამას სახელმწიფო გვერდს ვერ აუვლის“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


