სამართალი
მერაბიშვილის განცხადება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა - ოთარ კახიძე
„ევროპული საქართველოს“ წევრი და ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე გამოეხმაურა მერაბიშვილის გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტიდან წასვლის შესახებ.
კახიძის თქმით, ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
ადვოკატი ამბობს, რომ მერაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე პოლიტიკურ განცხადებას არ გააკეთებს.
„ერთი ის ვიცი, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას არ აპირებს, ვიდრე არ დასრულდება სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში მისი საქმის განხილვა“, - აცხადებს კახიძე.
სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებულია ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, რომელიც გულისხმობს შეზღუდვათა გამოყენების წესის ფარგლებს.
საუბარია სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის (2016 წლის 14 ივნისის) გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და კონკრეტულად, აქცენტი კეთდება ვანო მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


