სამართალი
მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.
დაცვის მხარის განცხადებით, ღოღობერიძის და ჩხვირკიას დაპატიმრება მხოლოდ პოლიტიკური მოტივით მოხდა.
სხდომაზე წარმოადგინეს ირაკლი ჩხვირკიასადმი “ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობის დოკუმენტი, სადაც პარტია განმარტავს, რომ ჩხვირკიას გარიცხვა დისციპლინური გადაცდომის გამო მოხდა და არა იმიტომ, რომ ის დამნაშავეა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ხმაური მოყვა. ბრალდებულების წინასარ პატიმრობასი დატოვება ორივე დაკავებულის ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს. ისინი გამოძიებასაც და სასამართლოსაც არააობიექტურს უწოდებენ.
თავის მხრივ, სასამართლო პროცესზე პროკურატურამ საქმის რამდენიმე დეტალი გაასაჯაროვა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ბათუმის მარტის მოვლენები ღოღობერიძის მხრიდან აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის მიმართ, წარსულში უსიამოვნების გამო, ანგარიშსწორების ნიადაგზე დაიწყო.
საქმეზე სასამართლო განხილვა 20 ივნისს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.
ცნობისათვის: ბათუმის მოვლენების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში 18 პირი ამჟამად იმყოფება.
ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით 23 აპრილს დააკავეს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 11-12 მარტის ღამეს ბათუმში სულ 75 პირი დააკავეს, უმრავლესობას ჯარიმა შეეფარდა. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სამსახურიდან 1 პოლიციელიც გაათავისუფლეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


