პოლიტიკა
მეორე ტურის წინ ბათუმის საარჩევნო უბნებიდან 19 პირი წავიდა - მირდატ ქამადაძის აზრით, ამ ფორმით ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ბათუმის საარჩევნო უბნებიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე საოლქო კომისიის მიერ დანიშნული 19 წევრი წავიდა.
ქამადაძის ვარაუდით, მათზე ზეწოლა განხორციელდა. მისი თქმით, უბნებიდან ერთიანად ამდენი არაპარტიული საარჩევნო მოხელის წასვლა კითხვებს აჩენს.
„თანამდებობები დატოვა ორმა თავმჯდომარემ, ოთხმა მოადგილემ და სამმა მდივანმა. ყველა უბანზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოიგო. არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ადამიანებზე ხორციელდება ზეწოლა. ამას სხვა ახსნა არ გააჩნია, რადგან მეორე ტურამდე ხდება. ხელისუფლება ამ ფორმით არჩევნების გაყალბებას ცდილობს. მოვითხოვთ, საოლქო საარჩევნო კომისიამ გააკეთოს განმარტება“, – განაცხადა ქამადაძემ.
ქამადაძის განცხადებას ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე გამოეხმაურა. მან ქამადაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასერიოზული უწოდა და განაცხადა, რომ საარჩევნო უბნებზე 1 200-ზე მეტი წევრია, მათგან 21 კი, მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ მეორე ტურის ჩატარება გათვლილი არ ჰქონდათ.
„სულ 21 წევრი წავიდა. მათ განცხადებებით მოგვმართეს და არ გვაქვს უფლება, უარი ვუთხრათ. კომისიის 1 200-ზე მეტი წევრია, რა გასაკვირია, რომ ამხელა რაოდენობაში რამდენიმეს არ ჰქონდა გათვლილი მეორე ტურის ჩატარება და ვერ მოახერხებს მოვალეობის შესრულებას“, – განმარტა შავაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


