პოლიტიკა
მეორე ტურის თარიღის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ძალიან აქტიურ, ძალიან ეფექტიან კამპანიას დაიწყებს - მარიამ ჯაში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მარიამ ჯაშის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც მან ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან განუცხადა, მეორე ტურის თარიღის გამოცხადების შემდეგ მმართველის პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აქტიურ კამპანიას დაიწყებს.
„ველოდებით მეორე ტურის თარიღის ოფიციალურად გამოცხადებას, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი ძალიან აქტიურ, ძალიან ეფექტიან კამპანიას დაიწყებს. პარალელურ რეჟიმში დაწყებულია სამუშაო შეხვედრები რეგიონებში, რომ მაქსიმალურად ყველა რეგიონს ვეწვიოთ და ჩვენი სათქმელი მივიტანოთ ხალხამდე იმ გზავნილის საპასუხოდ, რომელიც მივიღეთ პირველ ტურში. დარწმუნებული ვართ, მეორე ტური იქნება დამაჯერებელი გამარჯვება“, – განაცხადა ჯაშმა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყოველდღიურ რეჟიმში არის ჩართული „ქართული ოცნების“ ლიდერებთან კონსულტაციებში.
„როგორც მოგახსენეთ, კამპანიის მეორე ფაზა დაიწყება უახლოეს პერიოდში, როგორც კი არჩევნების მეორე ტურის თარიღი ოფიციალურად გახდება ცნობილი. ეს იქნება ეფექტიანი კამპანია“, – განაცხადა დეპუტატმა.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის მთავარი მესიჯი მეორე ტურში მაქსიმალური ჩართულობასთან დაკავშირებით მოსახლეობისადმი თხოვნა იქნება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


