პოლიტიკა
მეორე ფრონტის ინტერესი არსად გამქრალა, უფრო მეტიც, დღეს ძალიან აშკარად გამოიკვეთა ომის გახანგრძლივების ინტერესი - არავის უნდა უკვირდეს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება - ირაკლი კობახიძე
მეორე ფრონტის ინტერესი არსად გამქრალა, უფრო მეტიც, დღეს ძალიან აშკარად გამოიკვეთა ომის გახანგრძლივების ინტერსი, ამაზე საუბრობენ ევროპელი პოლიტიკოსების უმრავლესობა. არავის უნდა უკვირდეს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, „დიფ სთეითის“ ინტერესი არის, რომ ომი რაც შეიძლება დიდხანს გახანგრძლივდეს, ომის გახანგრძლივებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალება კი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა.
„ტრამპის გარდა არავინ ცდილობს ომის დასრულებას. პირიქით, თქვენ თუ დააკვირდებით ევროპელი პოლიტიკოსების რიტორიკას, უმრავლესობას ვგულისხმობ, მთლიანად არის მომართული ეს რიტორიკა ომის გახანგრძლივებისკენ. პირდაპირ ომის რიტორიკა წარმოებს ევროპელი პოლიტიკოსების მეშვეობით. ეს ძალიან მკვეთრად ჩანს. „დიფ სთეითის“ ინტერესი არის, რომ ომი რაც შეიძლება დიდხანს გახანგრძლივდეს. ომის გახანგრძლივებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ეს შესაძლო თეორიული და პრაქტიკული სცენარი განადგურებას უქადის ჩვენს ქვეყანას, მაგრამ „დიფ სთეითისთვის იქნება ძალიან მომგებიანი პირველ რიგში იმის გამო, რომ ეს მოახდენს რუსეთის ფედერაციის დამატებით დისკრედიტირებას და ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროპაგანდამ არ დაკარგოს თავისი ძალა და მეორე - სამხედრო თვალსაზრისითაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დიდი ხნით წინააღმდეგობის გაწევა გაგვიჭირდება, რუსეთს მეორე ფრონტი შეუქმნის პრობლემებს. გავიხსენოთ კურსკის სპეცოპერაცია, რაც ჩატარდა უკრაინელების მიერ. აქ საუბარია კურსკის ოპერაციაზე, ოღონდ ცოტა უფრო დიდი მასშტაბით. ეს რა თქმა უნდა, პრობლემა იქნება რუსეთისთვის და ამას ესწრაფვიან „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები და მათი აგენტურა. აქედან გამომდინარე, მეორე ფრონტის ინტერესი არსად გამქრალა, უფრო მეტიც, დღეს ძალიან აშკარად გამოიკვეთა ომის გახანგრძლივების ინტერსი, ამაზე საუბრობენ ევროპელი პოლიტიკოსების უმრავლესობა. არავის უნდა უკვირდეს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება. ვიდრე არ გაქრება ომის ინტერესი, მანამდე ეს ზეწოლა აუცილებლად იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


