უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 დეკემბერი, 2017 16:00
font-size

მენტალურად ისევ ადეიშვილის ჩრდილში იზრდებით და იმ იდეოლოგიის ქვეშ ხართ - თეა წულუკიანი გიგა ბოკერიას

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას კითხვას უპასუხა, რომელიც ეხებოდა 2012 წელს აჰმედ ჩატაევის ციხიდან გათავისუფლებას.

წულუკიანის განმარტებით, მაშინ პროკურატურამ ჩატაევის მიმართ შუამდგომლობა დააყენა გირაოს სახით, ხოლო შემდგომ დააყენა შუამდგომლობა ბრალის შესახებ.

„პროკურატურის ხელმძღვანელი კბილაშვილი კი იყო, მაგრამ გაფრთხილებ, ეს არავითარ შემთხვევაში არ ახსენო და თქვი, რომ შენ იყავი პროკურორიც და მოსამართლეცო – მეუბნება გიგა ბოკერია. რა გჭირთ? – გავემიჯნეთო, იძახით, მაგრამ მენტალურად ისევ ადეიშვილის ჩრდილში იზრდებით და იმ იდეოლოგიის ქვეშ ხართ. ახლა აგიხსნით ძალიან მარტივ რამეს: მზად ვარ, დაგეხმაროთ აწმყოს უკეთ გაგებაში, კერძოდ – დიახ, იმ დროს, როდესაც ჩატაევის მიმართ პროკურატურამ სასამართლო დარბაზში დააყენა შუამდგომლობა, ეს იყო გირაო, თუ არ მეშლება, და შემდეგ უკვე ბრალის შესახებ შუამდგომლობა, პროკურატურამ და სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მაშინ, თქვენი გაფრთხილებების მიუხედავად ვახსენებ, რომ ბატონი კბილაშვილი იყო მთავარი პროკურორი. თქვენთვის ეს წარმოუდგენელია, რომ იუსტიციის მინისტრი არ ერეოდეს პროკურატურის საქმიანობაში, ამიტომაც ხართ ჩარჩენილი წარსულში და დიახ, ჩვენ, გენერალურ პროკურორსა და მთავარ პროკურორს აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა, მაგრამ სასამართლო დარბაზში გამოდიოდა პროკურორი, რომელმაც მთავარი პროკურორის პოზიცია გააჟღერა. ეს არის და ეს. რა არგუმენტი ჰქონდა კბილაშვილს, ეს თქვენ გეცოდინებათ უკეთესად, ბატონო გიგა, ნუ ღელავთ, მე მესმის, რომ თქვენ ძალიან გწყინთ, რომ იუსტიციის მინისტრი იყო ჩატაევის ციხიდან გამოსვლის წინააღმდეგი იმიტომ, რომ ეს თქვენთვის პოლიტიკურად წამგებიანია. ახლა გაიგეთ ის, რასაც ვამბობ, თუ არ გაიგებთ, დარჩებით იმ წარსულში, რომელშიც იდექით და ახლა გავემიჯნეთო, იძახით“, – თქვა წულუკიანმა.

რაც შეეხება ბოკერიას ნათქვამს, რომ საზოგადოებას დაბალი ნდობა აქვს სასამართლო სისტემის მიმართ, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ სფეროსი ბევრი ხარვეზია, თუმცა მართლმსაჯულების რეფორმის სამმა ტალღამ დადებითი შედეგები გამოიღო.

წულუკიანმა მოუწოდა ბოკერიას, არ ისაუბროს საზოგაოდების სახელით.

„მე აქ თვითკმაყოფილებით არ ვარ დაკავებული. ვთქვი, რომ არის კიდევ ბევრი ხარვეზი, თუმცა, თქვენ მე ვერ დამიწესებთ დღის წესრიგს, რა გამიხარდეს და რა არა. მე მიხარია მმართველ გუნდთან ერთად, რომ მართლმსაჯულების რეფორმის სამმა ტალღამ მოიტანა ის პოზიტიური შედეგები, რაც მოიტანა. საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა არის დაბალიო, მოდით, ნუ ისაუბრებთ საზოგადოების სახელით, მითუმეტეს სანდოობას თუ შევხედავთ. თქვენ არც სოციოლოგი ბრძანდებით და არც საზოგადოების სახელით საუბრის უფლება მოუცია თქვენთვის ვინმეს. საზოგადოება ენდობა თუ არა სასამართლოს, ეს ვკითხოთ, მაგალითად, იმ 227 ბრალდებულს, რომელიც გამართლდა დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ და ბოდიშს ვერ მოგიხდით იმისთვის, რომ ბოლო 16 წლის განმავლობაში გამამართლებელი განაჩენების შარშანდელი მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. 2008-2011 წლებში, 4 წლის მანძილზე, თქვენი სასამართლოსთვის, რომელიც ერთი კაცის ჩექმის ქვეშ გყავდათ და მაშინ გაფრთხილებები რომ გეთქვათ, ბატონო გიგა, იქნებ არ გადასულიყავით რელსებიდან და დღესაც ყოფილიყავით ხელისუფლებაში“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი