უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 მაისი, 2017 17:25
font-size

მემუქრებოდნენ, აქ მოკვდებიო - ზურაბ ქურციკიძე

დავით დევნოზაშვილი და ვინმე ლადო მეუბნებოდნენ, რომ თუ ბრალს არ ვაღიარებდი, სახლში ვერასოდეს წავიდოდი, ვერც დედას ვნახავდი და ვერც ვერავის. ასე ხდებოდა არაერთი ღამე, - განაცხადა ფოტოგრაფმა, ზურაბ ქურციკიძემ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე სასამართლოში ჩვენების მიცემისას.

მისი თქმით, საპატიმროში ყოფნის დროს სიტყვიერად ემუქრებოდნენ.

"მემუქრებოდნენ, აქ მოკვდებიო, ყოველ ღამე მეუბნებოდნენ - აღიარე, აღიარეო. მეუბნებოდნენ, რომ გედენიძეებიც მე მადებდნენ ხელს. ამას ამბობდა დავით დევნოზაშვილი, ლადო, ერთი "ოქროს ძეწკვიანი" კაციც. რა უნდა დამეწერა, ან რა უნდა მეთქვა. ფსიქოლოგიურად გავტყდი, აღარ შემეძლო უკვე. მაშინ აქციები მიმდინარეობდა და დევნოზაშვილი მეუბნებოდა, რა გგონია, ესენი გიშველიანო? როცა მიხვდნენ, რომ უკვე ჩემი თანხმობა ჰქონდათ, მოვიდნენ ერთ-ერთ ღამეს და დევნოზაშვილმა მითხრა, თუ მის მოტანილ ტექსტს წავიკითხავდი, სამ წელს მომისჯიდნენ. თანახმა არ ვიყავი და შემდეგ შეცვალა პირობა", - განაცხადა ქურციკიძემ.

მისი თქმით, ჩვენებაში ეწერა, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, რომლებსაც აწვდიდა მასალას და ამ მასალას კი, თავის მხრივ გადაბირებული გედენიძე და აბდალაძე აწვდიდნენ. მასალებს შორის იყო პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტიც.

ქურციკიძის განცხადებით, აღიარებითი ჩვენება მან ადვოკატების წინაშე მისცა.

თავის მხრივ, როგორც დღევანდელი პროცესის შემდეგ საქმის პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, ფოტოგრაფმა დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ მას ემუქრებოდნენ მრავალწლიანი პატიმრობით და გაუპატიურებით.

,,მას ემუქრებოდნენ მრავალწლიანი პატიმრობით. ასევე პირდაპირ მიუთითეს, რომ თუ არ აღიარებდა ჯაშუშობის ბრალდებას, შესაძლოა ციხეში მის მიმართ მომხდარიყო გაუპატიურება. მან ისაუბრა, რომ აღნიშნულ ჩვენებასთან დაკავშირებით ესაუბრნენ, უშუალოდ დავით დევნოზაშვილი და კონტრდაზვერვის სხვა თანამშრომლები, რომლებიც მას შეხვდნენ მოდულის შენობაში. ხოლო, შემდეგ საპატიმრო დაწესებულებაში, როდესაც მას პატიმრობა შეეფარდა, ასევე არაერთხელ შეხვდა დავით დევნოზაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად და ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლით, საბოლოოდ მისგან მიიღეს აღიარებითი ჩვენება’’, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი