პოლიტიკა
,,მემარცხენე ალიანსი’’ მთავრობას და პარლამენტს კრიზისიდან გამოსვლის გზებს სთავაზობს
“მემარცხენე ალიანსის” გენერალურმა მდივანმა, სოსო შატბერაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა და ონლაინ და სხვა სესხების კაბალური საპროცენტო განაკვეთის გამო შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზები შესთავაზა.
როგორც შატბერაშვილმა განაცხადა, კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლითაც ,,ბოლო მოეღება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებში არსებულ განუკითხაობას, დაასტაბილურებს ლარს და მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომს გახდის იაფ კრედიტს.’’
„ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი ეკონომიური მდგომარეობა, რაც სამწუხაროდ ყველაზე ნათლად აისახა ლარის კურსზე. ხელისუფლება ცდილობს ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნას, რაც გამოიხატა იმაში, რომ აპირებენ ე.წ. ონლაინ-სესხების აკრძალვას. ეს ნამდვილად მისასალმებელი ინიციატივაა, მაგრამ ეს პრობლემის გადაჭრის მხოლოდ მცირედი ნაწილია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მაინც გააგრძელებენ თავაშვებულ მოქმედებას.
ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ვთავაზობთ კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტულ წინადადებას.
ცნობილია, რომ იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (მუხლი 625) და მისი მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს წლიურ 16%-ს. ეს რეგულაცია მხოლოდ იპოთეკურ სესხებს შეეხება.
შემოვდივართ წინადადებით, კანონში შეტანილ იქნას ცვლილება და ზემოთ აღნიშნული საპროცენტო რეგულაცია გავრცელდეს ყველა სახის სესხზე. ეს ბოლოს მოუღებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებში არსებულ განუკითხაობას, დაასტაბილურებს ლარს და მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომს გახდის იაფ კრედიტს“, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


